კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრში ,,სპექტრი’’

13 მარტი 2019

13 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სკოლების დეკანები და მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, სასწავლო ცენტრში „სპექტრი“ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

 

სტუმრებს სასწავლო ცენტრის „სპექტრი" დამფუძნებელმა ნუნუ ცაკაშვილმა უმასპინძლა. აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და დასვეს კითხვები საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.