სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

10 თებერვალი 2026

6 თებერვალს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების  ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წინაშე.

 

კომისიაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული საჯარო მმართველობის პროგრამების პროფესორები - ეკა აკობია, გიორგი ცხადაია და ემირ ეთერია, ასევე ასოცირებული პროფესორი - პაატა სირბილაძე და მოწვეული ლექტორი - გიორგი ბობღიაშვილი.

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:


დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა:

 

  • სალომე თითილოკაშვილი - ,,სტრატეგიების როლი საერთაშორისო კონფლიქტის მოგვარებაში“;

ხელმძღვანელი: პაატა სირბილაძე, ასოცირებული პროფესორი

 

სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა:

 

  • მარიამ შარაშიძე - ,,დეცენტრალიზაცია და მუნიციპალური სერვისების მიწოდების ხარისხი: საქართველოს არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები (გურიის რეგიონის მაგალითზე)“;

ხელმძღვანელი: გიორგი ბობღიაშვილი, მოწვეული ლექტორი

  • ქეთი მუთიძე - ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის გავლენა ზოგადი განათლების ხარისხზე საქართველოში“;

ხელმძღვანელი: თენგიზ ვერულავა, აფილირებული პროფესორი