10 თებერვალს, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ბესიკ ჯაჯანიძის სადისერტაციო ნაშრომის - ,,სტრატეგიული პარტნიორობიდან კრიზისამდე: ნატო-ს სამხრეთის ფლაგმანის, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის მაგალითზე“ საჯარო დაცვა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი სერგი კაპანაძე.
სადისერტაციო ნაშრომი დაცული იქნა დისერტაციის დაცვის კომისიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ემირ ეთერია - პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- გიორგი ცხადაია - პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ნანა ფირცხელანი - ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- გიორგი მუჩაიძე - ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა სადისერტაციო ნაშრომი, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინეს რეცენზენტებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ დავითაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გვალიამ. დისერტაციის თემასთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო დისკუსია და დოქტორანტმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
სადისერტაციო კომისიის შეფასებით, ბესიკ ჯაჯანიძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.