11 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ირლანდიის დელეგაციას უმასპინძლა.
ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტის (Dublin City University), ლიმერიკის უნივერსიტეტისა (University of Limerick) და მაინოს უნივერსიტეტის (Maynooth University) წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრები გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან, მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანთან, ვახტანგ სურგულაძესთან და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან, დავით ნატროშვილთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები არსებული პროგრამების განვითარების მიმართულებებით. შეთანხმდნენ სტუდენტების გაცვლასა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. სამომავლოდ დაგეგმეს თანამშრომლობა ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარების კუთხით. გამოხატეს საერთაშორისო პროექტების ერთობლივად განხორციელების სურვილი.
გასათვალისწინებელია, რომ ირლანდიის დელეგაცია საქართველოს ერაზმუს+ ის ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული კონტაქტური სემინარის ფარგლებში ეწვივნენ, რომლის მთავარი მიზანი ქართულ-ირლანდიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ინტერნაციონალიზაცია გახლდათ.