ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

11 ოქტომბერი 2024

9 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევით ცენტრს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ტონი ბრუმველი ესტუმრა.

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან გაიმართა შეხვედრა თემაზე: “ნატო - ისტორიის 75 წელი, აწმყო და მომავალი“. სტუმარმა ისაუბრა ნატოს ისტორიული განვითარების, მისი მნიშვნელობის, თანამედროვე გამოწვევებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, ტონი ბრუმველი შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ინტერნაციონალიზაციის დარგში ირენა მელუას, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს ქეთევან კარბაიას, ნატოს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს გურანდა ჭელიძეს.

 

სტუმარმა დაათვალიერა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი, გაეცნო უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებს, კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესთან და სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობის საკითხებს.