28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს ,,დიპლომატ ჯორჯია''-ს წარმომადგენლები შეხვდნენ, შეხვედრა გაიმართა პროგრამის -,,სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის დიპლომატ ჯორჯიაში'' შესახებ.
კომპანია სტუდენტებისთვის სტაჟირებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
- ადამიანური რესურსები
- ბიზნესის განვითარება
- სავაჭრო მარკეტინგი
- მარაგების დაგეგმვა და მართვა
- შეკვეთების დამუშავება
- გაყიდვების რეპორტინგი
- IT და პროცესების ანალიტიკა
- ბიუჯეტირება და ფინანსური ანალიზი
,,დიპლომატი'' სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს პრემიუმ კლასის ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში და კომპანიას აქვს 50 წლიანი გამოცდილება FMCG სექტორში.