დისკუსია - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები

1 აპრილი 2023

31 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: ლევან კაკლიანმა და ელენე ბერიძემ  დისკუსიას წარმართეს თემაზე - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები.

 

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული მკვლევრები: მარინე ბერიძე, ლია ბაკურაძე, დიანა ანფიმიადი, ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, ამინ ნაგელიანი.

 

მკვლევრებმა ისაუბრეს ენისა და დიალექტის მნიშვნელობაზე, საქართველოს ლინგვისტურ პორტრეტზე, ფერეიდნელი ქართველების ენობრივ ხატზე და სხვა. ღონისძიების დასასრულს, ფერეიდნელმა ქართველებმა მუსიკალური ნაწარმოებები წარადგინეს.

 

ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საინტერესო პერფორმანსის სახით, წარადგინეს დიალექტური ტექსტები და გამონათქვამები.

 

აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.