1 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, საბა ხერგიანის სადისერტაციო ნაშრომის - „The Impact of Organizational Capabilities and Strategic Orientation toward Digitalization on Performance: The Moderating Role of Sustainability Strategy in Georgian SMEs“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი- როია ანვარი პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- როია ანვარი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი.
- ვახტანგ ფარცვანია, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ფარცვანიამ.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, საბა ხერგიანმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.
