ხათუნა ბურკაძემ თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრა

25 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ  თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. იგი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩატარდა.

 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინტეგრირება კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში ხელს უწყობს უწყვეტი მონიტორინგის განხორციელებას მოსალოდნელ კიბერსაფრთხეებთან მიმართებით და კიბერთავდაცვით შესაძლებლობებს აფართოებს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებს შეუძლიათ კიბერშეტევების მახასიათებლების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა აღნიშნული თავდასხმების პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში, დროული რეაგირებისათვის. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის ორმაგი ბუნების გათვალისწინებით, მას მოწინააღმდეგეც იყენებს  კიბერშეტევების განსახორციელებლად. შესაბამისად, AI-ის დანერგვა კიბერუსაფრთხოებაში, ერთდროულად, ამცირებს რისკს და ქმნის ახალ გამოწვევებს, რომელთა დაძლევა მოითხოვს სათანადო სტრატეგიული და სამართლებრივი მიდგომების განვითარებას“.