30 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია დოქტორი მაიკლ მოიერი(Dr. Michael Moyer), მიჩიგანის ტბის კოლეჯის ღვინისა და მევენახეობის დირექტორი(Director of Wine and Viticulture at Lake Michigan College).
სტუმარს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა, კამპუსი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.
შეხვედრაზე მათ სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ღვინის სკოლის მიმართულებით.