კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია EAIE-ეს ყოველწლიურ კონფერენციაზე

14 სექტემბერი 2026

8-11 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, ქალაქ გლასგოში, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფოები, EAIE-ის (European Association for International Education) ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე იმყოფებოდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტს, ევროპის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, წარმოადგენენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანი თავართქილაძე.

 

კავკასიის უნივერსიტეტი EAIE-ის გამოფენაზე ყოველწლიურად სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობს და სხვადასხვა ფორმატში მართავს შეხვედრებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია 80-ზე მეტ ახალ უნივერსიტეტს შეხვდა თანამშრომლობის განვითარების  მიზნით სხვადასხვა მიმართულებით.

 

EAIE-ს კონფერენციამ წელს 7300-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უმასპინძლა 100-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიების მიზანი  კი საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი შესაძლებლობების წახალისებაა.