EBA კვლევა - კავკასიის უნივერსიტეტი წარმატებული უნივერსიტეტების სიაში მოხვდა

11 იანვარი
სიაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტმა "EBA"-გან (Europe Business Assembly) თავად მიიღო.

კვლევა მიზნად ისახავდა გამოევლინა „მსოფლიოს დინამიურად განვითარებადი კომპანიები მართვის მენეჯმენტისა და საერთაშორისო ეკონომიკის ინტეგრაციის სფეროებში" ("Dynamically developing companies of the world in the field of management and the international economy integration").

მარკეტინგულმა კვლევებმა ცხადყო, რომ უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უმაღლესი სასწავლებელია.

იმ უნივერსიტეტების პრეზენტაცია, რომელიც EBA (Веsт Universities. Achievements-2013) წარმატებული სასწავლებლების ნუსხაში მოხვდა, 11 აპრილს ბრიტანეთის დირექტორთა ინსტიტუტში, ლიდერთა ლონდონის ბიზნეს-სამიტის ფარგლებში ჩაივლის. კავკასიის უნივერსიტეტის ვიდეო-პრეზენტაცია საერთაშორისო სექციის (Веsт Universities) ფორმატში გაიმართება.

პრესტიჟულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, მათ შორის დიპკორპუსის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საგანმანათლებლო სფეროს ყველაზე VIP პერსონები. პრეზენტაციას თავად უმასპინძლებს СRЕ-ის (The Club of Rectors of Europe) პრეზიდენტი პროფესორი გუდჰეერი და ოქსფორდის ბიზნესის სკოლის დირექტორი.

ღონისძიებაში მონაწილეობით კავკასიის უნივერსიტეტს ეძლევა შანსი მონაწილეობა მიიღოს "სოკრატეს დაჯილდოების ცერემონიალზე". შეგახსენებთ, რომ ლიდერთა გამოსავლენად გამართული ყველაზე პრესტიჟული ცერემონიალის ერთ-ერთი მთავარი პრიზი "Веsт Universities"-ია.