ელენე ბეთლემიშვილი კავკასიის განათლების სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია

1 აგვისტო 2025

ელენე ბეთლემიშვილი, კავკასიის განათლების სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა გლობალური კამპანიის - “The Global Teacher Prize”-ის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

 

წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!