3 დღიანი განხილვების ძირითად თემას წარმოადგენდა "იურიდიული განათლება და პროფესიული ცხოვრება: ცვლილებებისადმი ადაპტაცია –ახალი გამოწვევები".
ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია აერთიანებს ევროპის სივრცეში არსებულ 200-მდე იურიდიულ ფაკულტეტს. სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორები აკეთებდნენ მოხსენებას იურიდიული განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე. შეხვედრების დასკვნით ნაწილში განიხილეს ორგანიზაციის სამომავლო განვითარების საკითხები, განახლდა მმართველი საბჭოს შემადგენლობა და დამტკიცდა მომავალი წლის ბიუჯეტი. კავკასიის სამართლის სკოლისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ახალ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისა და უცხოელი ლექტორების მიერ მოკლე სასწავლო კურსების ჩატარების მიზნით მოლაპარაკების პროცესი დაიწყო.