ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY: სესია სტუდენტებისთვის

18 ივნისი 2024

ჟან მონეს პროექტის - ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროპის გამოცდილების საფუძველზე WISEC Academy - ფარგლებში ცხადდება მსმენელების მიღება პირველ სესიაზე!

 

პროექტის უპირველესი მიზანია მეტი სრულყოფილების შტანა ქალთა IT განათლებაში, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროებში, ქალთა განათლების ხარისხის გაზრდა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და წაახალისოს კომუნიკაცია აკადემიასა და საზოგადოებას შორის. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალების მიერ მონაცემთა დაცვის საკითხების გაგებას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში.

 

WISEC აკადემიის პროგრამა მოიცავს 4 კურსს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით:

 

  • კომპიუტერული ქსელები და Linux Essentials
  • კიბერუსაფრთხოების პრინციპები
  • მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია
  • ეთიკური ჰაკინგი

 

- ხანგრძლივობა: 60 აკადემიური საათი

- ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ოფლაინ ლექციები)

- მდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტი

- დაწყების თაღიღი: 1 ივლისი, 2024

- უფლებამოსილება: მოტივირებული სტუდენტები საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან

- მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15

 

შერჩევის პროცესი:

 

მონაწილეთა ხარისხის უზრუნველსაყოფად, შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:

  1. სააპლიკაციო ფორმის შევსება (ხელმისაწვდომია მოცემული ბმულის საშუალებით)
  2. გასაუბრება ორგანიზატორებთან

 

სარეგისტრაციო ფორმა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.