25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
პრეზენტაციის დასრულების შემდგომ აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდნენ და იმ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რომლებზეც გეგმავენ ჩაბარებას.
შეხვედრა ტრადიციულად კამპუსი ტურით დამთავრდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, რომ გასცნობოდნენ CU-ის გარემოსა და ინფრასტრუქტურას.