ტრენინგ კურსი „აიბი მთიების“ მოსწავლეებისთვის - „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“

15 თებერვალი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კერძო სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეებისთვის,  ჩატარდა  ტრენინგკურსი სახელწოდებით - „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“, რომლის მიზანიც იყო  სამეწარმეო აზროვნების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში.  ტრენინგკურსი მოიცავდა სამდღიან ინტენსიურ მენტორინგ სესიებს და თემატურ ვორკშოპებს.

 

ტრენინგკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სამეწარმეო თემატიკასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა: სტარტაპ იდეის გენერირება და ვალიდაცია, ბიზნეს მოდელის განვითარება, ბაზრის კვლევა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბრენდინგი,  დიზაინ აზროვნება, MVP-ის შექმნა და ტესტირება, სტარტაპ იდეის პრეზენტაცია. 

 

ტრენინგ კურსის განმავლობაში, თემატური ვორკშოპების ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიღრმავეს თეორიული ცოდნა და უნარები, პრაქტიკულ დავალებებში აქტიური მონაწილეობით.

 

ტრენინგკურსის ფარგლებში ორგანიზებულ მენტორინგ სესიებს უძღვებოდნენ ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა „CUnicorn“ – ის გამარჯვებული სტარტაპების წარმომადგენლებმაც.

 

შეხვედრები წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე. 

 

ტრენინგკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა „აიბი მთიების“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ. ღონისძიების დასასრულს, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.