პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში ერაზმუს+ის მობილობის პროგრამის ფარგლებში

31 მარტი 2023

27-31 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებს: ნადია კოვალიევას LCC საერთაშორისო უნივერსიტეტიდან,  ლიეტუვა (LCC International University, Lithuania), დონკა ატილას და ჯუდიტ ჰორვათს, კოდოლანი უანოს  უნივერსიტეტიდან, უნგრეთი (Kodolányi János University, Hungary) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლექტორებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

მობილობის ფარგლებში ასევე დაიგეგმა სალექციო საათები; პროფესორ კოვალიევას უმასპინძლა კავკასიის არქიტექტურის და დიზაინის სკოლამ „ვიზუალური დიზაინის“ კურსის ფარგლებში.  პროფესორ ატილას - „ტურიზმის დაგეგმვა და მენეჯმენტის“ ლექციის ფარგლებში კავკასიის ტურიზმის სკოლამ, ხოლო პროფესორ ჰორვათს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ „ენის სტილისტიკის“ სალექციო კურსის ფარგლებში.

  

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი და კოდოლანი იანოს უნივერსიტეტი, ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორები არიან ევროპაში. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.