ეროვნული გამოცდის იმიტირებული პროცესი

17 მაისი 2022

 

16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კერძო სკოლის - აიბი მთიების - აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდის იმიტირებული პროცესში ჩაუტარდათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

 

პროცესს წარუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა  მომსახურებისა  და  სასწავლო  პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტი. 

 

ღონისძიება მიზნად ისახავდა აბიტურიენტებისთვის საგამოცდო პროცესის გაცნობას და ეროვნული გამოცდებისთვის მათ მომზადებას. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი და სკოლა აიბი მთიები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მრავალი წელია ერთად ახორციელებენ ღონისძიებებს, კონკურსებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს, რომლებშიც ჩართულნი არიან როგორც აბიტურიენტები, ასევე სტუდენტები.