ესეის კონკურსი „სიტყვიდან ტექსტამდე“ კავკასიის უნივერსიტეტში

10 აპრილი 2021

10 აპრილს, ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ესეის კონკურსი „სიტყვიდან ტექსტამდე“ გაიმართა.

 

კონკურსის მონაწილეებმა ქართული ანბანის მიხედვით შერჩეული სიტყვები და შესიტყვებები შემთხვევითობის პრინციპით  აარჩიეს და შემოქმედებითი ესეი დაწერეს.

 

კონკურსში გამარჯვებულები 14 აპრილს, ქართული ენის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდება. პირველ, მეორე და მესამე ადგილას გასულ აბიტურიენტებს კავკასიის უნივერსიტეტისგან 1000, 700 და 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.

 

გამარჯვებულებს გამოავლენენ კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე და კომისიის წევრები მარიამ მანჯგალაძე, ქეთევან ინწკირველი, ეკა ჩიკვაიძე, ნათია ფუტკარაძე, ხათუნა ჭანიშვილი, ნინო პოპიაშვილი.