საჯარო ლექცია - ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში

9 მარტი 2023

9 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - "ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით“.

 

სპიკერები იყვნენ: ნანუკა ყრუაშვილი, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი; ნინო კაპანაძე - პროექტის ანალიტიკოსი და მარიამ ბაწელაშვილი - პროექტის მონიტორი.

 

ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:

 

  • ევროინტეგრაცია;
  • ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები.

 

პროექტის ფარგლებში, საია მუშაობს კვლევის დოკუმენტზე „ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით“.