„ევროპული სწავლების სამკუთხედის“ TEESS - ფოტოკოლაჟი

28 ოქტომბერი 2021

დასასრულს მიუახლოვდა კავკასიის უნივერსიტეტის ERASMUS+ ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS). რთულია ჩამოთვალო ყველაფერი, რაც გაკეთდა პროექტის ფარგლებში. გამოხმაურებები პროექტის ბენეფიციარი სკოლებიდან და სტუდენტებისაგან ცხადჰყოფს პროექტის პოზიტიურ გავლენას სკოლებში ევროინტეგრაციის საკითხების სწავლების შესახებ. პროექტში მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადდა ფოტოკოლაჟი „ორი წელი ორ წუთში“. ჩვენ ძლიერები ვართ ევროკავშირთან ერთად.