გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სემესტრული პროგორამა - გაზაფხული 2019

25 ნოემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, აცხადებს ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის (Fairleigh Dickinson University, USA) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სემესტრულ პროგრამაში (United Nations Semester Program) მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

 

UN Semester program - ის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა გაიარონ ორი სავალდებულო საგანი:

 

  • POLS_3201_21 (85140) Developing a Sustainability Mindset in a Globalized World
  • POLS_3202_21 (85141) The United Nations and Global Governance

 

FDU-სთან მოქმედი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ 4 არჩევით საგანზე და სემესტრის განმავლობაში მოიპოვონ დამატებითი კრედიტები. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ FDU-ს თითო საგნის კრედიტი შეესაბამება 3 ECTS-ს; სავალდებულო და არჩევითი საგნების კრედიტების ჯამი შეადგენს 18 ECTS- ს (მაქსიმუმ 6 საგანი). სემესტრის დასრულების შემდგომ, FDU-ში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება კავკასიის უნივერსიტეტის მოქმედი პროგრამის შესაბამისად.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები FDU–ში გათავისუფლებულნი არიან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შერჩეული საგნების სწავლის საფასურისგან. სტუდენტი დამატებით თანხას იხდის მხოლოდ იმ შემთხევევაში თუ მის მიერ შერჩეული კურსი მოიცავს კულტურული ან პრაქტიკული ტიპის ექსკურსიებს, ვიზიტებს და შეხვედრებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებებში.

 

სტუდენტი ფარავს მხოლოდ UN პროგრამაში მონაწილეობის საფასურს და FDU- ში ცხოვრების, კვებისა და დაზღვევის ხარჯებს შემდეგი ოდენობით:  

 

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სემესტრული პროგრამის ღირებულება475$
  • საცხოვრებელი (სტუდენტური საერთო საცხოვრებელი): 2,303$
  • სამედიცინო დაზღვევა: 980$
  • კვება2,303
  • ორმხრივი ავიაბილეთის საფასური

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სემესტრული პროგრამის თარიღებია: 22 იანვარი - 15 მაისი.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის/ პასპორტის ასლი
  • შევსებული CV (ინგლისურ ენაზე)
  • უცხო ენის ცონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS- 6.0/ TOEFL – 78/ Cambridge Language Certificate – Advanced (CAE) or Proficiency (CPE) Level); ან  უნდა ჩააბაროთ FDU-ს შიდა ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი.
  • ნიშნების ფურცელი
  • სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (სარეკომენდაციო წერილი შესაძლებელია გასცეს სკოლის დეკანმა, პროგრამების დირექტორმა ან პროფესიული საგნის ლექტორმა)

 

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება

 

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • სტუდენტებისსაბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.