|
ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის კონსორციუმის პირველი ეროვნული შეხვედრა
1-ელ მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის: ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში -კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა” (ETHICS) - კონსორციუმის პირველი ეროვნული შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აკაკი კაპანაძე, ასევე, პროექტის კონსორციუმის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო თითოეული ქართველი პარტნიორისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების გაცნობა. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს თითოეული პარტნიორის როლი და პროექტის გეგმები, წარადგინეს ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციები.
პროექტი 10 ქართულ და 4 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებს, რომლის მიზანიცაა კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების გაუმჯობესებასთან ერთად, კვლევის კეთილსინდისიერების ინოვაციური სისტემის შემუშავება.
პროექტით გათვალისწინებული მიზნები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც არაორიგინალური აკადემიური ნაშრომების პრევენციისა და ავთენტური კვლევითი პრაქტიკის განვითარების საქმეში, ასევე ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე