3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს კომპანია არქის დამფუძნებელი, ილია წულაია ეწვია.
სტუმარს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა, კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ილია წულაია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მათ სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელება და თანამშრომლობის გაფართოება სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობების მიმართულებით.