პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - მონაწილე 4 საუკეთესო შეფ-მზარეულის ვინაობა ცნობილია

21 სექტემბერი 2022

პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“-ს 16 მონაწილიდან ბასკეთის კულინარიული ცენტრის მოწვეულმა პროფესორებმა, ალბერტო როდრიგესმა  და ჰექტორ კაბელომ, 4 საუკეთესო შეფ-მზარეული შეარჩიეს, რომლებიც კავკასიის ტრენინგ ცენტრის ტრენერები გახდებიან და გაუძღვებიან ტრენინგებს მეორე ნაკადის მონაწილეებისთვის.

 

ეს შეფ-მზარეულები არიან:

 

ირაკლი თოდაძე - “რედისონი“-ს აღმასრულებელი შეფი

სოსო ჯაბანაშვილი - რესტორნის “პური გულიანი” შეფ-მზარეული

ანა იშხანოვა - რესტორნის „ლეკლერ დე ჟენი“ შეფ-მზარეული

ალექსანდრე ბაინდურაშვილი - რესტორნის „შოთი“ შეფ-მზარეული

გვინდა გაცნობოთ, რომ პროექტში - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - მონაწილეობის მსურველთათვის მეორე ნაკადზე მიღება დაიწყო. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

 

აღნიშნულ პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიულ ცენტრსა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.