სპასრსულენოვანი ტრენინგების სერტიფიკატების გადაცემის მეოთხე ღონისძიება

30 მარტი 2021

30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში სერტიფიკატების გადაცემის მეოთხე ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ირანელი მსმენელების და სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანელი მსმენელები, რომელთაც კავკასიის უნივერსიტეტის ქართული და ინგლისური ენის კურსების წარმატებით გავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აქბარ ყასემი ალიაბადი, კულტურის ატაშე ჰამიდ მოსთაფავი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი მარიკა ოძელი ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტების პრეზენტაციების გარდა, აუდიტორიამ ირანული ტრადიციული სიმღერები მოისმინა.

 

სპარსულენოვანი ტრენინგები კავკასიის უნივერსიტეტში 2019 წლიდან დაიწყო და ამ ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა სერტიფიკატის გადაცემის მეოთხე ღონისძიება.