ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში კავკასიის უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტები

31 იანვარი 2023

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში კავკასიის უნივერსიტეტის სახელით წარდგენილმა სამმა საპროექტო წინადადებამ გაიმარჯვა.

 

FR-22-4093 "კორპორაციული მდგრადობის ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი ინდიკატორები: განვითარებადი ქვეყნის კონტექსტი“ ხელმძღვანელი - ესთერ ორტიზ მარტინეზ, პროექტის პერსონალი: ნინო მაჭავარიანი - ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი (კოორდინატორი); მედეა ზურაბიშვილი - ეკონომიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; თამარ კარბაია - ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;

პროექტის კონსულტანტები: პოლ თომფსონი; ერეკლე პირველი

 

FR-22-14060 „უსაფრთხო მრავალშრიანი '5G და მომდევნო' ქსელების განვითარების მეთოდოლოგია საქართველოში აბონენტთა სპეციალური ჯგუფების საჭიროებებისთვის“ ხელმძღვანელი რომან ოდარჩენკო, პროექტის პერსონალი: გიორგი იაშვილი - ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებული პროფესორი (კოორდინატორი);

 

FR-22-4050 „კოდირებული მრავალგანზომილებიანი ინდექს მოდულაცია 6G უსადენო ქსელებისათვის“ ხელმძღვანელი - ნოდარ უღრელიძე, ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი.