კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის ერთობლივი MBA პროგრამის მეთოთხმეტე მიღების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა საფრანგეთში, გრენობლში.
აღსანიშნავია, რომ დავით რაფავამ, როგორც ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულების და საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულმა, მიიღო ოქროს ყელსახვევი.
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე მორიგი ნაკადის მიღება დაწყებულია.
გრენობლის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს საერთაშორისო დონის ისეთი სამმაგი აკრედიტაციები, როგორებიცაა: AACSB, AMBA და EQUIS. Financial Times-ის 2024 წლის მონაცემებით, გრენობლის პროგრამა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით 47-ე ადგილს იკავებს.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.