გრენობლის ორმაგი ხარისხის MBA პროგრამის მე-15 მიღება

22 ოქტომბერი 2022

22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-15 მიღებისთვის სწავლა დაიწყო.

 

სტუდენტებს სიტყვით მიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ.

 

ორმაგი ხარისხის MBA პროგრამის სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტში შეხვდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამის დირექტორი ფილ ეარი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა, შემადგენლობა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

 

ასევე, სტუდენტებს დისტანციურად შეხვდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ასოცირებული დეკანი და სამაგისტრო პროგრამების დირექტორი (MBA - MSc) მარკ ტომასი.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უკვე ჩვიდმეტი წელია ფუნქციონირებს და ბიზნესის ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხის დიპლომის გაცემას გულისხმობს.

 

პროგრამა ერთადერთია საქართველოში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რომელიც Financial Times-ის მსოფლიოს სამაგისტრო პროგრამების ნუსხაშია.

 

პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით.