ქართული ენის დღე

13 აპრილი 2019

13 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტში, CU ბიბლიოთეკაში, ქართული ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და პროფესორ მარიამ მანჯგალაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართული ენის დღის და დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში, ნუგზარ სხირტლაძე.