კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გივი ამირანაშვილი, ა.წ. 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე, მიწვეული იყო უნგრეთში, ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის Ludovika Scholars პროგრამის ფარგლებში.
გივი ამირანაშვილმა, სამხედრო მეცნიერებათა და ოფიცერთა მომზადების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ და საჯარო მმართველობისა და საერთაშორისო სწავლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია-ვოქშოფი.
ამასთანავე, გივი ამირანაშვილმა, Ludovika Scholars პროგრამის სხვა პროფესორებთან ერთად გაცნობითი შეხვედრა გამართა ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის რექტორთან, დოქტორ გერგეი დელისთან.
გარდა ამისა, გივი ამირანაშვილმა შეხვედრა გამართა სამხედრო მეცნიერებათა და ოფიცერთა მომზადების ფაკულტეტის ვიცე-დეკანთან საერთაშორისო მიმართულებით, დოქტორ ფერენც პეტრუსკასთან, რომელმაც გამოხატა სურვილი გარკვეულ სფეროებში კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობის თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა გივი ამირანაშვილმა დაათვალიერა ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის კამპუსი, სასწავლო ინფრასტრუქტურა და გაეცნო უნივერსიტეტის სწავლების სპეციფიკას, პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და საგანმანათლებლო გარემოს.
