კავკასიის უნივერსიტეტში მწვანე ტურიზმის ჰაბი გაიხსნა

3 ოქტომბერი 2025

2025 წლის 30 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ERASMUS+ CBHE პროგრამის ENRICHER Hubs პროექტის „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში  ოფიციალურად გაიხსნა მწვანე ტურიზმის ჰაბი.

 

ჰაბი სიმბოლურად გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით  ირენა მელუამ, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანმა დიკო კოპალეიშვილმა და ქალბატონამ ნორა ლაპალეინენმა, ჰააგა-ჰელიას უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერმა და პროექტ ENRICHER hub-ის კოორდინატორმა.

 

ჰაბი წარმოადგენს კავკასიის ტურიზმის სკოლის ინოვაციურ სივრცეს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური და აკადემიური  რესურსებით. ჰაბი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში, ასევე მდგრადი ტურიზმის მიმართულებით ინოვაციური სწავლების მიდგომების დანერგვაში. იგი ხელს შეუწყობს  მომსახურების  დიზაინის მეთოდების პრაქტიკაში დანერგვას და  მდგრადი ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ჰაბის მიზანია დააკავშიროს ტურიზმის სექტორის დაინტერესებული მხარეები, აკადემია და სტუდენტები მდგრადი ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.

 

„Funded by the European Union. Views and opinions expressed are those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or of the European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them“.