სტუმრის საათი - კურსი - განათლების სოციოლოგია

30 მაისი 2024

2024 წლის, 29 მაისს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის  მოწვეული ლექტორის მარიამ ჯინჭველეიშვილის ინიციატივით, სალექციო კურსის „განათლების სოციოლოგიის" ფარგლებში, სტუმრის საათის სტატუსით,  სოციოლოგიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებს ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი და კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA (ფინანსებში) მაგისტრი დავით ცირამუა.

 

ამჟამად ბატონი დავით ცირამუა  იკავებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის პოზიციას. ის იყო ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბატონი დავითი ასევე იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი.

 

სალექციო თემა: ახალი საგანმანათლებლო პარადიგმები.

 

ბატონმა დავითმა ისაუბრა ახალი და ძველი საგანმანათლებლო პარადიგმების, ინსტიტუციების გამოწვევების, რეკომენდაციებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

 

 ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.