გურიის ანტრეპრენერული სკოლა

16 დეკემბერი 2022

15 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ოზურგეთის ტექნო პარკის ერთობლივი პროექტის - გურიის ანტრეპრენერული სკოლის - ფინალური შეხვედრა გურიაში, ოზურგეთის ტექნოპარკში, გაიმართა.

 

აღნიშნულ პროექტში, გურიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მეწარმეები და მეწარმეობით დაინტერესებული პირები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც ღონისძიების დასასრულს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესისა და მეწარმეობის სფეროში  დაინტერესებული პირების ჩართულობას და მათი ცნობიერების ამაღლებას არსებული თემის ირგვლივ. 

 

გურიის ანტრეპრენერული სკოლის ფინალური შეხვედრა ნინო ანდრიაძემ -კომპანიების მაინდვორქსის, ჭკვიანი თხილის და კოდინგტონის დამფუძნებელი; კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ელენე ჯღარკავამ - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი; ავთო თავდიშვილმა - ოზურგეთის ტექნო პარკის მენეჯერი, ჩაატარეს.