კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 2025-ის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.
საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან ბერნანდინო) პრეზიდენტს - ტომას დევიდ მორალესს და ლა ვერნის უნივერსიტეტის პრეზიდენტ ემერიტას - დევორა ლიბერმანს.
აღსანიშნავია, რომ საპატიო დოქტორის წოდებას კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადასცემს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მათ მიერ განხორციელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის.