მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები

16 მაისი 2025

14 მაისს, აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში, ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტმა მასშტაბური კურსდამთავრებულთა ცერემონია გამართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები იღებდნენ მონაწილეობას. ესენი არიან: ანა ამისულაშვილი, ლიზა-მარია ჯიქია, მარიამ ბერიძე და ლიზი შეშელიძე.

 

სტუდენტებმა ბოლო სემესტრი ამერიკაში, ფერდლი დიკინსონის უნივერსიტეტში, გაატარეს და წარმატებით დაასრულეს პროგრამა.

 

ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტები ადგილობრივ დიპლომთან ერთად, ამერიკულ დიპლომსაც მიიღებენ. ერთობლივი პროგრამა საერთაშორისო გამოცდილების გამორჩეულ შესაძლებლობას იძლევა და მნიშვნელოვან უპირატესობას უქმნის სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა სამ წელზე მეტია, რაც არსებობს და წელს პირველად ყავს კურსდამთავრებულები. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც კავკასიის უნივერსიტეტისთვის, ისე ტურიზმის სკოლისთვის და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე.