კერძო სკოლა „Ib მთიები“-ის აბიტურიენტების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 იანვარი 2023

27 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის კერძო სკოლა „Ib მთიები“-ის აბიტურიენტები და წარმომადგენლები ესტუმრნენ.  

 

მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას  შეძლებენ. მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, შეხვდნენ იმ სკოლების დეკანებს, რომელი პროგრამებითაც არიან დაინტერესებულნი. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.