28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი - ტორანგ პაკპაჰანი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბაიასთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, ინდონეზიიდან სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით, აგრეთვე ერთობლივი მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები კავკასიის უნივერსიტეტსა და ინდონეზიის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
ტორანგ პაკპაჰანთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა საელჩოს წარმომადგენელი, დეა ერისთავი.