საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

31 მარტი 2023

31 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში,საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს, ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.