საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან

8 თებერვალი 2020

8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის, უკვე მეხუთედ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

აუდიტორიამ მიიღო ზოგადი ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს სკოლების დეკანები და პროგრამის დირექტორები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

  

ღონისძიებაზე მოსულ აბიტურიენტებს  შეხვედრის დასრულების შემდეგ კამპუს ტური ჩაუტარდათ.

 

მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვისა და მშობლებისთვის 28 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული