საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

16 აპრილი 2022

15 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. 

 

ასევე, შეხვდნენ სკოლების დეკანებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

საინფორმაციო შეხვედრა ტრადიციულად კამპუს ტურით დასრულდა.