საინფორმაციო შეხვედრა “ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”

18 მაისი 2023

17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია  ''ლიბრარეა“-ში“, გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის'' ორგანიზებით,  CU-ის სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა - გაეროს ელჩმა საქართველოში ქალბატონმა - საბინე მახლიმ.

 

ორგანიზაცია “ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა და VolvocarGeorgia-ს დირექტორმა გაგა კოხრეიძემ, ჩაატარეს პრეზენტაცია საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ პროცესში ვოლვოს, როგორც ლიდერი კომპანიის, როლზე.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

 

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტისგან ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ, ასევე VolvocarGeorgia-ს წარმომადგენელმა ბატონმა კახა კოხრეიძემ, დამსწრე აუდიტორიას გადასცა ბრენდირებული საჩუქრები.