საინფორმაციო შეხვედრა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“- ს წარმომადგენლებთან

16 მარტი 2023

16 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

 

სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც მომხმარებელთა უფლებების, ისე იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლითაც სარგებლობას სამომავლოდ შეძლებენ.

 

ღონისძიების დასასრულს, სპეციალურად CU-ის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ახალი სადაზღვევო პროდუქტის შესახებ.