21 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი ინიციატივების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ცენტრის ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე, მათ შორის:
- ინოვაციების მხარდაჭერისა და სტარტაპების განვითარების პროგრამებზე;
- მენტორინგისა და კონსულტაციების შესაძლებლობებზე;
- ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე;
- სტუდენტების ჩართულობისა და ინოვაციური იდეების განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ რესურსებზე, ინოვაციური იდეების წახალისების მექანიზმებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ახალი იდეების რეალიზებას უწყობს ხელს.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია ცენტრის მიერ შემოთავაზებული აქტივობების, პროექტებში ჩართვის პირობებისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ.
