საინფორმაციო შეხვედრა GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე

22 თებერვალი 2024

21 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა.

 

150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება საქართველოში.  

 

საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, დამსწრეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები საგრანტო პროგრამის განაცხადის შევსებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.