კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
აღნიშნული მიზნად ისახავდა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები ფაქტის გადამოწმების ხერხებს, ყალბი ინფორმაციის სახეებს, ფოტო-ვიდეო მასალის ფაბრიკაციასა და ამბის გადამოწმების მეთოდებს გაეცნენ.