კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის მედიის სკოლა (CSM) აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე, შემდეგ მიმართულებებზე:
- ფოტოგრაფია ( 2 ვაკანტური ადგილი)
- ციფრული მარკეტინგი ( 2 ვაკანტური ადგილი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფოტოგრაფიის მიმართულებით
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფოტოგრაფიის სფეროში;
- ლექტორად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Adobe Photoshop პროგრამის სრულყოფილად ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
- უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან მედიის მიმართულებით;
- არანაკლებ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრულ მარკეტინგის მიმართულებით;
- ლექტორად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
- კომუნიკაბელური;
- კრეატიული;
- მოტივირებული;
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლების გამოცდილების შესახებ)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები.
- შესაბამისი დარგის მიმართულებით პროფესიული სერტიფიკატები. ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !
საბუთების მიღების ბოლო ვადა : 2021 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.