კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, ქალაქ ტულუზაში, საფრანგეთი, EAIE-ეს (European Assosciation for International Education) ყოველწლიურ საუნივერსიტეტო გამოფენაზე იმყოფება.
კავკასიის უნივერსიტეტს, ევროპის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად წარმოადგენენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანი თავართქილაძე.
კავკასიის უნივერსიტეტი EAIE-ს გამოფენაზე ტრადიციულად ყოველ წლიურად მონაწილეობს და სხვადასხვა ფორმატში მართავს შეხვედრებს 80-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული პარტნიორობის გაღრმავებისა თუ ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვისათვის.
34-ე ყოველწლიური EAIE კონფერენცია 7000 ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს 200 მდე ქვეყნიდან, ღონისძიების მიზანი კი საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშოდა და ახალი შესაძლებლობების წახალისებაა.