შჩეჩინის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

26 აპრილი 2024

22-26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა შჩეჩინის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Szczecin, Poland) პროფესორებს, Erasmus + აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. მოწვეული პროფესორებისთვის, დამატებით სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებთან.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, შჩეჩინის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლონეთში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.